13:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 13:07:02, 310 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული - უსაფრთხოების  საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე - hr.gov.ge. 

„თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის, მუნიციპალური დაწესებულებების შენობებისა და ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. გარდა ამისა, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში. ამ პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია. დასაქმებულებს ხელი შეეწყობათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პერიოდულად გაივლიან გადამზადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა დაინტერესებულ პირებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობისკენ და წარმატებები უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics