00:09 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 10:42:31, 410 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს ჰქონდა. პენტაგონის განცხადებით, განიხილეს საკომუნიკაციო ხაზების გახსნის მნიშვნელობა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა საჰაერო ძალების გენერალურმა მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა ბრიფინგზე, რომ ლოიდ ოსტინმა წამოიწყო საუბარი და რომ ეს იყო პირველი საუბარი პენტაგონის ხელმძღვანელსა და მის რუს კოლეგას შორის 2023 წლის მარტის შემდეგ. ამის შესახებ ამერიკის ხმა იტყობინება.

რუსული სააგენტო TASS, რომელიც ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს, იტყობინება, რომ ამერიკულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა იყო სატელეფონო ზარის მიზეზი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხი აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ბელუსოვმა აღნიშნა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საშიშროება უკრაინის არმიისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics