|
2015-02-12 16:11:12, 938 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შს მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები გააცნო. ამასთან, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ასევე ისრაელის მხარესთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი თანამშრომლობის პროგრამასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით ისრაელის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს როლის შესახებ ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)