15:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 13:25:10, 345 ნახვა

საზოგადოება
რაჭისა და ერუშეთის ეროვნული პარკების, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების მიმდებარე თემებისთვის პროექტების დაფინანსება დაიწყება

ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების: რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების და ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინიციატივის მხარდასაჭერად, სამუშაო შეხვედრები გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში. 

"პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების გზით.

მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ თემებთან, რათა მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის შესაბამისად დაიწყება საგრანტო პროექტების დაფინანსების ეტაპი.

სამუშაო შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ მცირე გრანტებით უზრუნველყოფისათვის საჭიროებებს, ასევე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემების განვითარებაზე.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა - ონის, საჩხერის, ახალციხის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურს ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ტოლერანტი“, „ორალი“, „ურაველი“, „მუსხი“, „მინაძე“ წარმომადგენლებმა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics