17:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 10:07:02, 375 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში

"თიბისის" მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია, იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“.

21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით აზროვნების აკადემიის ლექტორები - მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. მომხსენებლები, ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და სხვა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: საჩხერე, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თელავი, გურჯაანი, მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი.  შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

შეხვედრების პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები.

შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე!

დეტალური ინფორმაცის მისაღებად და შეხვედრებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics