|
2024-06-14 14:54:30, 706 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის სასამართლომ "ქართული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. FSB-ის ცნობით, ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია. "FSB-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო გასამხედროებული ფორმირება "ქართული ეროვნული ლეგიონი". ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის შესაბამისად, ფორმირება შეტანილი იქნა, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში. მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია“,- ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)