|
2024-06-13 14:33:23, 428 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხოფერია - ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მტრების მიერ იქნა მოწამლული
უკრაინაში მებრძოლი ქართველი არჩილ ხოფერია აცხადებს, რომ "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი "მოწამლული იქნა მტრის მიერ". როგორც ხოფერია ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, მამულაშვილი მკურნალობს, ლეგიონი კი, ბრძოლას განაგრძობს. "ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ, მაგრამ, იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა, ვუთხრა მტრებს, ჩვენ მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს", - განაცხადა არჩილ ხოფერიამ. აღნიშნულ საკითხს თავად მამულაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა ტოქსიკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს, რათა მძიმე მეტალების ორგანიზმიდან გამოყვანა მოხდეს. "ეს იწვევს საკმაოდ რთულ დაზიანებებს ნერვულ სისტემაში და შინაგან ორგანოებში. კულმინაცია გადალახული იყო უკვე, ტოქსიკოლოგიური ანალიზი რომ ჩამოვიდა. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ასეთი ტოქსიკოლოგიური მკურნალობა ამ მძიმე მეტალების გამოყვანისას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა. როგორც იცით, არაერთხელ ყოფილა ასეთი მოწამვლა ადამიანების რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და სხვას ვერავის დავაბრალებ, ჩვენი მტერი არის რუსეთი", - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)