03:34 - 07 Jul, 2026
|
2024-06-12 15:35:00, 696 ნახვა
ომი უკრაინაში
The New York Times - აშშ უკრაინას კიდევ ერთ „პატრიოტის“ სისტემას გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი „პატრიოტის“ სისტემის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას. „მეორე სისტემა უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება, რაც შეიძლება უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში განლაგდეს იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს“, - წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)