|
2024-06-10 12:38:12, 386 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას - „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორობს კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აზროვნების აკადემიასთან“ და იწყებს ბიზნეს სესიების ციკლს „თანამედროვე ბიზნეს გამოწვევები“, რომელიც 17 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება. ბიზნეს სესიების ციკლი მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანიებისთვის აქტუალურ 8 საკითხზე ლექციები გაიმართება. ლექციებს მარკეტინგის, ბრენდინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ შორის არიან: • გიორგი ჩუგოშვილი - სტარტაპის გამოწვევები - 17 ივნისი • მედეა ტაბატაძე - თანამშრომლის შენარჩუნება - 21 ივნისი • ეკო ჩუბინიძე - თანამედროვე მენეჯერის გამოწვევები - 24 ივნისი • ლელა მაჩაიძე - AI - თანამედროვე მენეჯმენტში - 28 ივნისი • ეკა ყიფიანი - კრეატივი - 1 ივლისი • ქრისტინე ლორთქიფანიძე - მომხმარებლის ქცევა - 5 ივლისი • გიორგი ბერეჩიკიძე - მარკეტინგი - მულტიჩენელ მარკეტინგი - 8 ივლისი • ვასკა ჩუბინიძე - ბრენდის სტრატეგია - 12 ივლისი „საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა დარგის საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობით და აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, მოვამზადეთ ღონისძიებების სერია, რომელიც ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს და წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ინდუსტრიაში. ღონისძიებების ეს სერია მეწარმეებს სხვადასხვა სეგმენტიდან ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება და კვალიფიციური რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. ბიზნეს სესიების ციკლზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ მსურველს. სესიების მონაწილეები უკეთ შეისწავლიან ისეთ უნარებს, როგორებიცაა: თანამშრომლის შენარჩუნების ტექნიკები, AI, შემოქმედებითობა, მულტიჩენელ მარკეტინგი და სხვა. "თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების" ლექციათა ციკლი იქნება ღირებული ცოდნის წყარო მათთვის, ვინც ცდილობს დაიმკვიდროს ან გაიმყაროს საკუთარი პოზიცია კონკურენტულ ბიზნეს გარემოში. ამ პროექტით, მიზნად ვისახავთ დავაკავშიროთ ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ თანამედროვე ბიზნესგარემოს", - აცხადებს თაზო ლაღიძე, აზროვნების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი ბიზნეს სესიების ციკლი გაიმართება თბილისში, თ. იოსებიძის 57 ნომერში. დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ ფორმატში. სალექციო დღეებია ორშაბათი - პარასკევი, შეხვედრის დაწყების დრო - 20:00 სთ. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)