|
2024-05-31 21:05:08, 344 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა. კახა კალაძის თქმით, დღეს საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლოა. „მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს. სპოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას. ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას - პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა, ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას.“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. „ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. დღეს ჩვენი სახელწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული. ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო“, - აღნიშნა კახა კალ
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)