|
2016-02-14 15:08:08, 584 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) და საფლაგმანო ხომალდი „ჰასანფაშა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ დაათვალიერეს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდნენ. სტუმრები საფლაგმანო ხომალდის „ჰასანფაშას“ კაპიტნის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრნენ. „ნატოს ხომალდების ვიზიტი ყოველთვის არის ის მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ ნატოსთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე შავი ზღვის უსაფრთხოება, რათქმაუნდა, სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ნატოს ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. „მეტი ნატო საქართველოში“ - გრძელდება. შესაბამისად, ეს აისახება ბათუმის პორტში სამხედრო გემების შემოსვლაზეც. მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია. გაგრძელდება ასეთი ღონისძიებები და გაიზრდება ნატოს გემების რიცხვი ჩვენს პორტებში“, - აღნიშნა დავით ებრალიძემ. SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)