|
2024-05-30 16:23:34, 355 ნახვა
საზოგადოება
მერია - N109 საბავშვო ბაღს ახალი შენობა ექნება
ისნის რაიონში მდებარე N109 საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მიმდინარე სამშენებლო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო. პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს. ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები აქტივობებისათვის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული ატრაქციონები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. „მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ისნის რაიონში, სადაც გასულ წლებში განხორციელდა ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი. 2024 წელს კი დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. მომავალი წლიდან კი, 600-მდე პატარას თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მივიღებთ“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ. ასევე, სამშენებლო სამუშაოები რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამაც დაათვალიერეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)