06:13 - 07 Jul, 2026
|
2024-05-21 11:14:40, 809 ნახვა
ომი უკრაინაში
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. "უკრაინაში ვითარება კვლავ მკვეთრად გაუარესდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული ავიაციის მასიური თავდასხმების და ხარკოვის რეგიონში რუსეთის შეტევის გამო",- განაცხადა ბერბოკმა. Der Spiegel-ის ცნობით, დაგეგმილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ხარკოვში, თუმცა მოგზაურობა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაუქმდა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ სტუმრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)