|
2024-05-02 13:56:48, 610 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარი გახსნა
ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე. მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსია. „ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში. თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)