|
2016-02-11 19:10:07, 668 ნახვა
საზოგადოება
ჰუმანითი ჯორჯია გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას აგრძელებს
ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯია, აგრძელებს გრიპის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას და დედაქალაქში მოქმედ საოჯახო მედიცინის იმ ცენტრებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,ჰუმანიტარული დახმარების სახით, გრიპის საწინააღდეგო პრეპარატებს გადასცემს. ჰუმანიტი ჯორჯიას აქციის ადრესატი ამჯერად საოჯახო მედიცინის ცენტრი – „მედსი“ აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატ „სანტაქოლდის“ მოცულობითი პარტია პიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24 საათიანი მომსახურების ცენტრების გახსნა დროული და მართებული ნაბიჯია და ჰუმანითი ჯორჯია ჯანდაცის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რომ სეზონურად, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24 საათიანი მომსახურების ცენტრებმა იმიშაონ, მიესალმება. „ვფიქრობ, ჰუმანითი ჯორჯიას“ ჰუმანიტარული აქცია, რომელიც თბილისში 24–საათიან რეჟიმში მომუშავე პირველადი ჯანდააცვის ცენტრების პაციენტების ანტიგრიპოზული პრეპარატებით უზრუნველყოფას ითვაილისწინებს, მართლაც დროული და შესაბამისი საჩუქარი იქნება“, – განაცხადა ანდრიი კუზმამ. კლინიკა „მედსის“ მენეჯერის, ნინო ქობულაძის თქმით, სასიამოვნოა, როცა ფარმაცევტული კომპანიები ყურადღებას იჩენენ და მიზნობრივად ერთვებიან ამა თუ იმ სეზონური გართულების საპრევენციო თუ სამკურნალო ღონისძიებებში: „ჰუმანიტარული სახით ჩვენთვის გადმოცემული პრეპარატი „სანტაქოლდი“ ნამდვილად საჭირო იქნება ჩვენი პაციენტებისთვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ საჩუქრად გადმოცემულს პრეპარატს ვარგისიანობის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაო დროის მანძილზე გვექნება საშუალება შესაბამისი ჩივილის დროს ჩვენი პაციენტები აღნიშნული პრეპარატით უსასყიდლოდ ვუზრუნველყოთ“. ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)