16:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 21:15:14, 734 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ -პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოეწყო.

"შეხვედრაზე აღმზრდელ პედაგოგებმა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია  - გარემოსდაცვითი განათლება  ადრეულ  ასაკში,   სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება, აღმზრდელის როლი გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფის პროცესში, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ადმინისტრაციისა და მშობლების ჩართულობა  და სხვა.

შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics