02:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 14:35:18, 371 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების  მოწყობას

„ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, ასევე, ტბა გაიწმინდება, ტბის ირგვლივ მოეწყობა სასეირნო ბილიკი, იქნება დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, მოეწყობა საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. ვფიქრობ, გლდანელებისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო სივრცე. აღნიშნული სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს.

პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics