|
2016-02-10 16:51:14, 700 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის" (ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი) დაფინანსების მიზნით 140 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი. პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდება დაახლოებით 8.3 კმ. აღსანიშნავია, რომ პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად აფინანსებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ამ მიზნით გამოყოფს 49.45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ, ჯამურად გამოყოფილია დაახლოებით 367 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი - ზემო ოსიაური მონაკვეთი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს. სატრანსპორტო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიას. მისი მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი.
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)