21:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:01:58, 694 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჩეხეთის სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინოფრმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს სტანდრატებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის სტანდარტების, მეტროლოგიისა და ტესტირების უწყებას შორის, უწყებების ადამიანური რესურსების განვითარებას, პროფესიულ ტრეინინგებს  საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო  პრაქტიკის შესაბამისად და განხორციელებული მიღწევების გაზიარებას.

მემორანდუმში  ასევე ასახულია ორმხრივი საერთაშორისო შედარებები მეტროლოგიის სფეროში, რომელიც მოიცავს სააგენტოში არსებული ეტალონების  ეკვივალენტურობის ხარისხის დადგენას ჩეხეთის მხარესთან ეტალონების ორმხრივი  შედარებების შედეგად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics