|
2024-04-02 14:48:32, 487 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ განახლება მთავარი ეკონომისტისგან - 6%-ზე მაღალი საბაზო სცენარი
ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს, რაც "თიბისი კაპიტალის" უახლეს პუბლიკაციებშია ასახული. ამ ფონზეც კი, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი მატება მოლოდინებს აღემატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა გაზრდილი სავალუტო შემოდინებები და საინვესტიციო მოთხოვნა, ამჯერად დამატებით ხაზგასასმელია წლის დასაწყისიდან საკმაოდ მაღალი ფისკალური სტიმული და, ასევე, უკვე მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, მიგრაციის ეფექტის არსებითი გაუმჯობესება. თავისთავად, მორიგი მობილიზაციის ტალღისა და არასტაბილურობის რისკის ზრდის ფონზე, პოზიტიურ ეფექტებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა, თუმცა მიგრაციის ეფექტის მთლიანობაში დადებითი ეკონომიკური ზეგავლენა სახეზეა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი 6%-ს აღემატება.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)