19:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 17:36:25, 929 ნახვა

მსოფლიო
ФСБ-ს დირექტორი - პირი, რომელმაც Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრძანება გასცა, იდენტიფიცირებული არ არის

ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ პირი, რომელმაც Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრძანება გასცა, იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს.

ბორტნიკოვის თქმით, თავდასხმაში მონაწილე ადამიანების წრე გაფართოვდება და ამ დროისთვის დაკავებულ 11 პირზე მეტი იქნება. 

ბორტნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეტევას, რომელსაც "რადიკალი ისლამისტები" ამზადებდნენ, უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს.

შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics