|
2024-03-25 17:46:07, 1280 ნახვა
რეგიონი
ქედის მერმა ზედა აგარასა და პირველ მაისში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
"ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამის ფარგლებში საცხოვრისის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან, მაჟორიტარ ჯიმშერ სამნიძესთან და პირველი მაისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რაულ სალაძესთან ერთად სოფელ ზედა აგარაში და პირველ მაისში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. "ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლებით აბულაძეების ექვს სულიანი ოჯახი და თებიძეების ორ სულიანი ოჯახი ისარგებლებს. მიმდინარე წელს 4 ახალი სახლი აშენდება, რომლის პროგრამის ბიუჯეტი 315 806 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)