|
2024-03-18 12:10:40, 1149 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერია - შშმ პირთა დღის ცენტრში სენსორული ოთახი მოეწყო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში, ასოციაცია „იმედი ჰანდიკაპის“ ფინანსური მხარდაჭერით, სენსორული ოთახი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ოთახი სენსორული ინვენტარით აღიჭურვა, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სტრესისა და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების დონის გაზრდას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასევე აამაღლებს, შშმ პირთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს. „შუახევის მერი ომარ ტაკიძე, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან ერთად, დღის ცენტრს ეწვია, ახლად მოწყობილი სენსორული ოთახი დაათვალიერა და დასაქმებულებს გაესაუბრა.
დღის ცენტრის ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, ფსიქოლოგის, მასაჟისტის, ლოგოპედის, სპეც მასწავლებლისა და ოკუპაციური თერაპევტის. კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. ასევე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)