00:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-10 17:05:01, 1054 ნახვა

სამართალი
რუსთავში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს

რუსთავში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერს, ბრალდებულმა 12 წლის ბავშვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუბით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და მის მიმართ გარყვნილი ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული მოზარდის მეზობლად მცხოვრებია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics