|
2024-03-07 16:34:24, 701 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და შვედეთის მთავრობას (SIDA) აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა. „ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. სწორედ, ძლიერი მონიტორინგის სისტემა არის ის ფუნდამენტი, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობით, შევძლებთ გამჭვირვალე, ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემუშავებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. როგორც კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისაბეტ მესუდიმ განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის გაძლიერებაზე მუშაობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კავკასიის ბუნების ფონდი მზად არის პროცესის მხარდაჭერა მომავალშიც გააგრძელოს. "შეხვედრაზე, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ ზოოლოგი, პროფესორი ზურაბ გურიელიძე აირჩიეს. ღონისძიების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ცალკეული სახეობების კვლევა-მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ეროვნული ინდიკატორების განახლების და ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის შემუშავებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტში, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველო შეიქმნა. საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)