|
2024-03-06 11:17:01, 604 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ფეხბურთის გულშემატკივრებს „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ
ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფეხბურთის და განსაკუთრებით „ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაუხარდებათ ხვალინდელი მატჩი და ლეგენდარული ფეხბურთელების სტადიონზე ხილვა. „ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მატჩის ორგანიზატორ Sport Orient-ის წარმომადგენლებს. „დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Sport Orient-ს, ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)