|
2024-03-03 19:23:37, 1472 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში დაღუპულთა შორის იყო სამხედრო ოჯახი ექვსი თვის ქალიშვილით
ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედროების ოჯახი ოლეგ და ტატიანა კრავეცები და მათი შვიდი თვის ქალიშვილი ლიზა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა. ოლეგ და ტატიანა კრავეცი სამსახურში შეხვდნენ, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები. მოგვიანებით ტატიანამ დატოვა სამსახური ქალიშვილზე ზრუნვის მიზნით. ლიზა წყვილის ერთადერთი საერთო შვილი იყო. 29 თებერვალს გოგონა 7 თვის გახდა. ტატიანას ჰყავდა შვილები წინა ქორწინებიდან: ცხრა წლის სერგეი და რვა წლის ზლატა. მათ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ეძებენ. გადარჩა მხოლოდ უფროსი ვაჟი, რომელიც ღამეს ბებია-ბაბუასთან ათევდა. ოდესაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება შაბათს ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის შემდეგ. რუსული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ამ დროისთვის ცნობილია ათი გარდაცვლილი. ოდესასა და რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა დაღუპულთა გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)