11:33 - 14 Jul, 2026
|
2024-03-01 16:37:24, 956 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს
საფრანგეთი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. როგორც სეჟურნე აღნიშნავს, საფრანგეთისთვის ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. „ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას და უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა გავარკვიოთ, რა მოხდა. საფრანგეთი ყველაფერს სახელს არქმევს. ჩვენ ვთქვით, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ასევე სახელი უნდა დავარქვათ იმ სისასტიკეს, რაც ღაზაში ხდება“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)