|
2024-02-27 23:54:39, 1026 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ
ფრანგი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, თუმცა შესაძლოა, მათ სხვა როლი შეასრულონ, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პარლამენტში დებატებისას განაცხადა. როგორც სეჟურნე აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, ფრანგი სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა საჭირო იყოს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გარეშე. „ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს უნდა იყოს მორგებული სპეციფიკურ საჭიროებებზე. ვფიქრობ, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე, კიბერთავდაცვაზე, იარაღის წარმოებაზე უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)