14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 17:43:05, 683 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის ბოლო თვეები გაატარა

დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, ნავალნის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ გადასცეს და ასევე ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება.

„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე იმ კოლონიაში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია - ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics