|
2024-02-19 13:06:51, 739 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 23 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. "თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 თებერვალს ზოგან მოთოვს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)