|
2024-02-16 15:17:32, 994 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს
"საქართველოს ბანკი", ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ამერიქან მონოლითი“ ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა. „ამერიქან მონოლითი“ 2010 წელს დაარსდა და მას ევრაზიული კავშირის საბაჟო ლიცენზია გააჩნია, რომელიც ექსკლუზიურ უფლებას აძლევს კომპანიას, მიიღოს და გადაამუშაოს ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი) განკუთვნილი ტვირთები. მას ასევე აქვს სარკინიგზო ჩიხი, საიდანაც ხორციელდება პროდუქტების რკინიგზის ვაგონებში (კონტეინერებში) ჩატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის მზარდმა დინამიკამ და შესანახ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, დღის წესრიგში დააყენა გაფართოების საკითხი. ჩვენ კი მივმართეთ ჩვენს პარტნიორს - "საქართველოს ბანკს", რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ახალი, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ხარისხს, დამატებით ხალხის დასაქმებას, ასევე, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარების, (რომლებიც გათვლილია ახალი, ბევრად უვნებელი-R 407 A ტიპის გამაციებელ ფრეონზე) სენდვიჩ-პანელების და მზის პანელების დამონტაჟებას, რითიც საჭირო ელექტრო მოხმარების დაახლოებით 15-20%-ის დაზოგვას შევძლებთ“, - განაცხადა ამერიქან მონოლითის დირექტორმა, მიხეილ სულაძემ. „საქართველოს ბანკი" რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ფოთში, „ამერიქან მონოლითის“ უკვე არსებული ტერმინალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ გაცილებით მეტ ტვირთნაკადს მოემსახუროს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მოთხოვნა. საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და სწორედ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ჯეროვნად იქნეს ათვისებული არსებული სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)