|
2024-02-14 12:04:42, 1007 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ბანკი“, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, „საქართველოს ბანკსა“ და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 - ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდება. 7 სართულიანი სასტუმრო 1 500 კვ.მ ზე აშენდება და ის 143 ნომერს, სხვადასხვა სივრცეებს, რესტორანსა და მიწისქვეშა პარკინგს გააერთიანებს. „ვამაყობთ, რომ ტურინვესტ ჯგუფი განაგრძობს ქვეყნის და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სფეროში, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ინვესტირებას. დარწმუნებული ვართ, ,რომ Hilton-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტებს ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „საქართველოს ბანკი“ 2010 წლიდან ჩვენი სანდო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის უნიკალური ადგილმდებარეობით და არქიტექტურით. სასტუმრო ძველ ბულვარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში შენდება და ის ურბანულ სტილს სინთეზურად შეერწყმება. სამომავლოდ, კვლავ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც Hampton by Hilton-ის შემდეგ, „კულტურულ-გასართობი ცენტრი არგო“- ს განვითარებასთან არის დაკავშირებული“. - განაცხადა გიორგი აბაშიძემ, ტურინვესტ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)