|
2024-02-13 18:42:20, 1096 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტს შეხვდა
ავიაციის სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, „Emirates Group"-ის დამფუძნებელმა, შეიხმა აჰმედ ბინ საედ ალ მაქტუმმა დუბაიში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს დუბაიდან მეტი პირდაპირი საჰაერო რეისების დანიშვნის შესაძლებლობებზე, რაც სტიმულს მისცემს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას. "როგორც დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იყო ძალიან ეფექტური და სწორი, როდესაც გამარტივდა სავიზო პოლიტიკა, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს გამორჩეულად ლიბერალური საჰაერო ცის პოლიტიკა, რაც პოზიტიურად ისახება ტურისტული ნაკადების რაოდენობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული ფრენების ზრდაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადგილობრივ, წამყვან კომპანიებს აქვთ საქართველოს საავიაციო ბიზნესში გაძლიერებისა და გაფართოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მგზავრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამ ეტაპზე 4 ავიაკომპანია - flydubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში 50 პირდაპირ რეისს ახორციელებს. ხაზგასასმელია, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მთავარი გადამზიდავი არის flydubai, რომელიც საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ტოპ-10 ავიაკომპანიას შორისაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)