|
2024-02-13 14:53:09, 989 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა. როგორც აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა განაცხადა, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად მომდევნო 7 წლის განმავლობაში არის არჩეული, გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა და მასში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხმების 92.12%-ით გამოცხადდა, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგები აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 თებერვალს გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)