|
2024-02-09 15:48:34, 898 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსს, კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, აღნიშნული წოდება ზალუჟნის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიენიჭა. რაც შეეხება კირილ ბუდანოვს, მას გმირის წოდება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისთვის, გმირობისთვის და უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის ენიჭება. აღსანიშნავია, რომ გმირის წოდებასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის "ოქროს ვარსკვლავის" ორდენიც მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)