|
2024-02-08 23:24:26, 1462 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა. „მინდა, რომ ომის ხედვა იყოს ერთიანი რობოტინოსა და ავდეევკაში ჩვენს სამხედროებს შორის, ასევე გენერალურ შტაბსა და სამხედრო მეთაურებში. მე ათობით საუბარი გავმართე სხვადასხვა დონის მეთაურებთან. კერძოდ, დღეს ვესაუბრე გენერლებს - ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს, ასევე პოლკოვნიკებს პაველ პალისას და ვადიმ სუხარევსკის. ყველა მათგანი განიხილება არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმსახურებენ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობას. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)