|
2024-02-08 21:51:43, 938 ნახვა
საზოგადოება
„ჯორჯიან მანგანეზი“ უხვი ნალექის გამო ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით ხურავს
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", ქვეყანაში გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე შექმნილი რისკების გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით ხურავს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაშია აღნიშნული, წარმოქმნილ რისკებს მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. "ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)