19:32 - 14 Jul, 2026
|
2024-02-08 15:31:56, 845 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი „რესპუბლიკელებს“ - რეიგანი დღეს საფლავში ტრიალებს - სირცხვილი თქვენ
რონალდ რეიგანი დღეს საფლავში ტრიალებს - სირცხვილი თქვენ,- ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩაგდებას. ტუსკი განცხადებას X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] აქვეყნებს. "ამერიკის ძვირფასო რესპუბლიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა, დღეს საფლავში ტრიალებს. სირცხვილი თქვენ",- წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად 118.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)