19:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 10:00:25, 852 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - საქართველოს მიერ EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რეგიონში რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რეგიონში რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

"მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა "სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს ჩვენი რეგიონია", - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics