|
2024-02-08 09:00:13, 1342 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წელს ჩვენი ამოცანა რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენებაა
ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო ფარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ რუსეთისთვის სისტემატური ზარალის მიყენება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, „ტერორისტების განადგურება და მათთვის პასუხის გაცემა სამართლიანია". „ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთს ყველა რაკეტაზე, ყოველ „შაჰედზე“. ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ ის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის გაყინულ აქტივებს - როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებს. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ გადაიხადოს იმის საფასური, რასაც აკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება, მალე იყოს მიღებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)