18:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 13:26:51, 729 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა - ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

"ინტენსიური ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics