21:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 12:01:22, 907 ნახვა

მსოფლიო
მედია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, აღნიშნული ინიციატივის ავტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენია.

როგორც მედია წერს, პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობა, შესაძლოა, ისრაელ-"ჰამასის" ომის დასრულების შემდეგ მოხდეს.

"ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატები არ აღიარებდა პალესტინას. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი დიალოგით შეიძლება მიიღწეს", - წერს Axios-ი.

აღსანიშნავია ასევე, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობასთან დაკავშირებით, აშშ-ს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი გააჩნია:

  • პალესტინის სახელმწიფოს ორმხრივად აღიარება;
  • არ გამოიყენოს ვეტო, რათა ხელი შეუშალოს გაეროს უშიშროების საბჭოს, აღიაროს პალესტინა გაეროს სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოდ;
  • წაახალისოს სხვა ქვეყნები, აღიარონ პალესტინა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics