|
2024-01-29 10:17:32, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გავანადგურეთ
უკრაინამ, 29 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა. "2024 წლის 29 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან) Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, ვორონეჟის ოლქიდან "ისკანდერის" ტიპის ერთი, ხოლო დონბასიდან C-300-ის ტიპის სამი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული. დრონები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)