23:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 20:43:08, 769 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ ვერ ვხედავთ, თუმცა ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი

ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვითი წარმოება არა მხოლოდ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც.

"ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამის მთელი აზრი არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics