02:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 10:15:43, 1233 ნახვა

მსოფლიო
CNN - „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, "ჰუსიტებმა" Chem Ranger-ის წინააღმდეგ 2 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანებები არ მოჰყოლია.

"ეკიპაჟმა რაკეტების გაშვება გემის მახლობლად დააფიქსირა, თუმცა ისინი წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა", - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმები მაშინ შეჩერდება, როდესაც ისრაელი ღაზას სექტორში ომს დაასრულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics