03:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-13 09:55:16, 794 ნახვა

საზოგადოება
ინტენსიური თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხაშური-აწყურის მონაკვეთზეც აიკრძალა

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics