04:42 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 12:02:20, 618 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას - მთავარი ამოცანა „ჰამასის“ განადგურებაა

ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავარი ამოცანა „ჰამასის“ განადგურებაა.

„მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო. ისრაელი არ აპირებს ღაზას სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ებრძვის „ჰამასის“ ტერორისტებს და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასის“ ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics