00:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 18:42:35, 3923 ნახვა

ომი უკრაინაში
უმეროვი - ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს

ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

უმეროვის თქმით, რუსები მრავალი თვის განმავლობაში აგროვებენ რაკეტებს უკრაინაზე იერიშის მისატანად და აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს მარაგი კვლავ დარჩენილი აქვს სამომავლო თავდასხმებისთვის.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა დანაშაულისთვის სამართლიანად დაისჯება.

"რუსეთი ისევ და ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს. თითოეული ამ დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება", - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics