00:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 21:42:20, 1285 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული

ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესს გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტისთვის  მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, კონგრესს, ამერიკელ ხალხს გუშინ გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები და კომპონენტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა დაფარავს უკრაინის საჭიროებებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics